ხელისუფლებას მოვუწოდებთ, მოახდინოს მეთხილე ფერმერების სუბსიდირება - გიგა ფარულავა
პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით მოხდეს მეთხილე ფერმერების სუბსიდირება.
ამის შესახებ საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ გიგა ფარულავამ ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა.
„პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, სასურველია, ხელისუფლებამ გადადგას შემდეგი ნაბიჯები: პირველ რიგში, მოახდინოს სუბსიდირება, რაც შეუმსუბუქებს მოსახლეობას წლევანდელი მოსავლით გამოწვეულ ზარალს, რომლის პრაქტიკაც გვაქვს სხვა რეგიონებში. ასევე, აუცილებელია დაგეგმოს და განახორციელოს სისტემური მიდგომები პრობლემის გადაჭრისთვის, რაც აისახება პროდუქტის ხარისხსა და ფასზე. აუცილებელია შეიქმნას სერვის ცენტრები პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, რაც შესაძლებლობას მისცემს მოსახლეობას ინფორმაციასა და სხვადასხვა მომსახურებაზე მიუწვდებოდეს ხელი", - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის ამ კულტურას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება და უარყოფითად აისახება რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
მასალის გამოყენების პირობები