გაგრის რაიონში ტყის ხანძრების რაოდენობამ იმატა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ხანძარმა 1 ჰა - ზე მეტი ფართობი მოიცვა, რომლის ლიკვიდაციაშიც ოთხი სახანძრო - სამაშველო ბრიგადა მონაწილეობდა.
"საგანგებოს" ცნობით, ცეცხლის სწრაფ გავრცელებას მშრალი და თბილი ამინდი უწყობს ხელს, ხოლო კერების გაჩენის მთავარ მიზეზად ადამიანური ფაქტორი სახელდება.
მაშველები მოსახლეობას სიფხიზლისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათივე თქმით, "მკვეთრად იზრდება ტყის დიდი ხანძრების გაჩენის რისკი, არაპროგნოზირებადი შედეგებით".
მასალის გამოყენების პირობები