14 ნოემბრიდან ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება. ამის შესახებ დევნილთა,
ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იუწყება.
"ახალი განაცხადი უნდა შეავსოს ყველა იმ ოჯახმა, ვისაც დევნილთა განსახლების პროგრამის ფარგლებში ბინის მიღება სურს. ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება საქართველოს ნებისმიერ რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ", - ვკითხულობთ სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე.
ამავე ცნობით,იუსტიციის სახლებში განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება 2024 წლის 1 თებერვლამდე.
მასალის გამოყენების პირობები