ახალი ამბები
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი აფხაზი მოხალისე დაიღუპა - მედია
უკრაინაში, რუსეთის მხარეს მებრძოლი, აფხაზეთის კიდევ ერთი მკვიდრი, ვლადიმერ ხარაბუა დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემა "სპუტნიკს" , "პიატნაშკას" ბატალიონის მეთაურმა ახრა ავიძბამ შეატყობინა.

მისივე ცნობით, აფხაზი მებრძოლი, უკრაინელების მიერ ავდეევკას შტურმისას დაიღუპა.

მანამდე, 10 იანვარს, რესპუბლიკის კიდევ ერთი, მკვიდრი დავით საბეკია დაიღუპა ხერსონის ოლქში. მამაკაცი, რუსეთის შეიარაღებული ძალებში მსახურობდა.

გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში დონბასიდან სოხუმში გადაასვენეს უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისეების, 31 წლის შამილ დასანიას, 35 წლის მარზაყან აჩბას და 38 წლის თემურ ხარიაშვილის ცხედრები.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ ისინი "დონბასის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში" დაიღუპნენ.

მათივე მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, რუსეთის მხარეს მებრძოლი თერთმეტი აფხაზი მოხალისის ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა.

ცნობისთვის, 2022 წლის მარტში ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ აღიარა. მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ სოხუმმა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ "დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და ნოტები გაცვალეს".

26 თებერვალს, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას დონბასის სეპარატისტული ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. იმავე წლის 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი".

საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის " დამოუკიდებლობა სირიამ 2018 წელს, მანამდე, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა, იმავე წლის სექტემბერში კი ნიკარაგუამ აღიარეს. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ვენესუელამ და ნაურუმ ცნეს.








Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2025
2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობის რიცხოვნობა 4.4 ათასით შემცირდა და 283.3 ათასს გაუტოლდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში ვკითხულობთ.
25 / აპრილი 2025
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
24 / აპრილი 2025
თომას კვირის აღმნიშვნელად მეგრულში დასტურდება უფალთანაფა და ჭიჭე თანაფა(,,პატარა აღდგომა“),მაგრამ ხალხში მას ასევე ოსურეფიშ თანაფას უწოდებდნენ. ზოგადად თანაფა აღდგომასთან და ოსურეფიშ თანაფასთან დაკავშირებით ძველ სამეგრელოში არაერთი რიტუალი იყო დაცული,სადაც ჩანს წინარექრისტიანული ტრადიციები,რომელიც მოგვიანებით ქრისტიანობის დიდ საუფლო დღესასწაულს შეერწყა და ახალი სახე ვარიაციით დამკვიდრდა.ოსურეფიშ თანაფა ასევე გახლდათ სახალხო დღესასწაულიც.მას საეკლესიო აღიარება არასოდეს ქონია.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი ყველა რიტუალი რომელიც ამ დღესთანაა დაკავშირებული.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.