ახალი ამბები
მოსკოვმა სოხუმს ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირა - ამოქმედდა გრაფიკი
კომპანია "ჩერნომორენერგოს" ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიწოდების მოცულობის შემცირების გამო, "აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გრაფიკი ამოქმედდება".

31 იანვარს კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1 თებერვალს აბონენტებს შუქს ორჯერ ორ - ორი საათით გაუთიშავენ, თუმცა, დღეს მათვე განაცხადეს, რომ "რუსული მხარის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების რეჟიმში ყოველდღიური ცვლილებების გამო, წინა დღეს გამოქვეყნებული შეზღუდვების განრიგი არ არის აქტუალური. შეზღუდვები დაწესდება რუსული მხარის მიერ მიწოდების ყოველდღიური მოცულობის წარდგენის შემდეგ".

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისთვის "სოციალური ნაკადის" ფარგლებში დაიწყო რუსული ელექტროენერგიის უფასო მიწოდება, თუმცა აფხაზურმა მხარემ შეტყობინება მიიღო, რომ მიწოდება "სრული მასშტაბით ვერ მოხდება რიგი ტექნიკური მიზეზების გამო".

"ჩერნომორენერგოს" განმარტებით, ზამთრის პერიოდში დეფიციტის შევსებას ვერც ენგურჰესის ხარჯზე შეძლებენ, ჯვრის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო.

უკვე წლებია, აფხაზეთში ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებენ. ადგილობრივი ენერგოკომპანია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის მზარდ, უკანონო მაინინგს ასახელებს.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
ზუგდიდში სურსათის პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი აგრარულ ბაზარში იყიდება. რამდენად უსაფრთხოა სურსათი, რომელსაც აქ ვყიდულობთ, როგორ აკონტროლებენ მოვაჭრეები პროდუქტის ხარისხს და იციან თუ არა ვისი წარმოებულია პროდუქცია. ვრცლად ქუჩის გამოკითხვიდან შეიტყობთ.
სტატია
დღის სიახლეები
18 / მარტი 2025
ქვისცვენის და ზვავების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ94-კმ97 (დიზი-ლახამულა) და ამავე საავტომობილო გზისკმ178-კმ183 (კალა-უშგული) მონაკვეთებზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
18 / მარტი 2025
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.5 პროცენტით (173.0 ლარით) გაიზარდა და 2 217.5 ლარი შეადგინა.
18 / მარტი 2025
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ლოკაციაზე - ჯვარში, ასევე, კანთისა და ლეხარჩილეს უბნებში ცეცხლის კერები გასულ ღამეს გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ წალენჯიხის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ უთხრა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2025 »»
2425262728 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.