ახალი ამბები
არცერთ სფეროს მუნიციპალიტეტის მერიის მუშაობისას ხელი არ შეეშლება - მამუკა წოწერია (ფოტო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდი უერთდება "ქართული ოცნების" მიერ თბილისში დღეს, 29 აპრილს, "აგენტების კანონის" მხარდასაჭერად დაგეგმილ კონტრაქციას.

მისივე ინფორმაციით, ზუგდიდიდან 5 ათასამდე ადამიანია მობილიზებული. წოწერიას მტკიცებით, ამ ადამიანების დიდი ნაწილი, თვითორგანიზებით შეიკრიბა და მათ მიმართ არ ყოფილა არანაირი ზეწოლა.

ჟურნალისტების შესაბამის კითხვაზე, მან უპასუხა, რომ არავითარი დავალება მმართველი პარტიისგან არ მიუღიათ საჯარო მოხელეებს, მათ შორის, არც სკოლებისა და ბაღების ადმინისტრაციას.

"არ ვიცი, ვინ რეკავდა, ვინც რეკავდა, ის არის პროვოკატორი, სააღმზრდელო სასწავლო პროცესს არავინ არ ეხება, მსგავსი დავალება, ვინმეს დაშინება, ეს არ არის "ქართული ოცნების" ხელისუფლების მართვის სტილი, ყველაფერი დაფუძნებულია საკუთარ ნებაზე, არავინ არ დაელაპარაკება მოსახლეობას, გარდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებისა... ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა მოსახლეობისა, ზოგიერთს მოსყიდულებს ეძახიან", - აღნიშნა მან.

კითხვაზე, თუ როგორ იფუნქციონირებს მერიის სტრუქტურები, როდესაც თანამშრომლების უმეტეს ნაწილს, ერთდღიანი შვებულება აქვს აღებული, აქციაში მონაწილეობის მისაღებად, მან განაცხადა:

"საჯარო სექტორიდან თუ ვინმე მოდის, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, მათაც აქვთ თავიანთი ეროვნული ინტერესები და მიიღებენ მონაწილეობას საერთო - სახალხო შეკრებაში, რა თქმა უნდა, ფუნქციები ერთი დღით ისე არის გადანაწილებული, რომ არცერთ სფეროს მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს მუშაობისას ხელი არ შეეშლება, მონაწილეობას მივიღებთ დღევანდელ შეხვედრაში და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდება ყველა სტრუქტურა ჩვენი მუნიციპალიტეტის".

დღეს, 29 აპრილს "ქართული ოცნება" რეგიონებიდან მხარდამჭერების ჩაყვანას გეგმავს. ზუგდიდიდან ათეულობით სამარშრუტო ტაქსი უკვე გაემზავრა თბილისში.

კვირას, 28 აპრილს, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო მრავალათასიანი აქცია-მსვლელობა გაიმართა თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე.

დღეს ფრაქცია "ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე, მუხლობრივი მოსმენით განიხილავს.

საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.

კანონპროექტის 83 მხარდამჭერიდან ზუგდიდელი, ხობელი და ფოთელი დეპუტატებიც არიან.

ამავე თემაზე:

რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)

რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს

დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას - მედიაორგანიზაციები, მათ შორის "ათინათი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

რადიო "ათინათი" არ გეგმავს "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირებას - განცხადება



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.