ახალი ამბები
GLC-ის ზუგდიდის განყოფილებაში დღეს ბოლო ზარი დაირეკა (ფოტო)
საქართველოს სასწავლო ცენტრის (GLC) ზუგდიდის განყოფილების მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის დღეს ბოლო ზარი დაირეკა.

სკოლის სივრცეში წლევანდელმა კურსდამთავრებულებმა ტრადიციული გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გამართეს, რომელსაც მასწავლებლები, მშობლები, მოსწავლეები და მათი ახლობლები დაესწრნენ.

მოსწავლეები რადიო „ათინათთან“ ამბობენ, რომ მათთვის სკოლა საუკეთესო მოგონებებსა და პიროვნულად ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვან ეტაპს უკავშირდება, რაც მათი თქმით, ზარის დარეკვასთან ერთად, დასრულდა.

მეორეს მხრივ, მოსწავლეები განათლების მიღების ახალ ეტაპს ამაღლებული განწყობით ხვდებიან.

„მინდა წარმატებები ვუსურვო ყველას, ვინც წელს ამთავრებს სკოლას. ეს საუკეთესო გრძნობების ერთობლიობაა, თან გწყინს, რომ ტოვებ GLC-ის სივრცეს, თუმცა, ამავდროულად, ძალიან ბედნიერი ხარ, რადგან მომავლისთვის შენი გზა გახსნილია. მიხარია და მადლობელი ვარ, რომ ჩემი კლასელები გავიცანი და მაჩუქა ამ სკოლამ“, - თქვა GLC-ის კურსდამთავრებულმა მარიამ ხუბუამ.

„ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით. გადავედით ცხოვრების შემდეგ ეტაპზე, რაც ცოტა რთულია, რადგან ვტოვებ ძალიან საყვარელ მასწავლებელს, მაგრამ მეორეს მხრივ, ბედნიერი ვარ, რომ გავიზარდე და ვხვდები, უფრო მეტი მელის წინ“, - აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი გიორგი შელია.

ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის რუსუდან კაკაჩიას თქმით, მიუხედავად ბოლო ზარის ყოველწლიური კანონზომიერებისა, მასწავლებლებისთვის ეს დღე ემოციურად დატვირთულია.

„ვღელავთ იმიტომ, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები ახალ ეტაპზე გადადიან. შესაბამისად, განშორების სევდით არის დატვირთული დღევანდელი დღე, თუმცა წრფელი სიყვარულით ვულოცავთ მომავლის გზას. სკოლამ თავის მხრივ, ლიდერულთან ერთად, პიროვნული თვისებებიც ჩამოუყალიბა მათ. ეს იქნება კრიტიკული თაობა და ვიმედოვნებთ, რომ ისინი ღირსეულ სიტყვას იტყვიან მომავლის წინაშე და ღირსეულად გააგრძელებენ მამულის სვლას, როგორც ამას ქადაგებდნენ კლასიკოსები და ქვეყნის პროგრესული წარმომადგენლები“, - გვეუბნება ის.

წელს GLC-ის ზუგდიდის განყოფილებას ცხრა მე-12 კლასელი დაემშვიდობა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.