საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 1918 წლის 26 მაისიდან დღეს 106 წელი გავიდა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებებისთვის ემზადებიან.
დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ ზუგდიდში, სადაც ცენტრალურ, თავისუფლების მოედანზე სხვადასხვა სივრცეა მოწყობილი. გამოფენილია სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა.
აქ მოსულ სტუმრებს დახვდებათ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სივრცეები.
ამ წუთებში მონტაჟდება სპეციალური სტენდი, სადაც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვები გაიმართება.
მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობა და დღის ბოლოს ზეიმი დასრულდება კონცერტით.
17:10 წუთზე, მაშინ როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა გაჟღერდება ქვეყნის ეროვნული ჰიმნი.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამეგრელოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.
ამავე თემაზე:
26 მაისის ღონისძიებების განრიგი ზუგდიდში
მასალის გამოყენების პირობები