ახალი ამბები
ზუგდიდში მერიის შენობასთან „აგენტების“ კანონს კვლავ აპროტესტებენ (ფოტო)

ზუგდიდის მერიასთან "აგენტების" კანონის საწინააღმდეგო აქცია დაიწყო.



აქტივისტები საყვირებითა და საპროტესტო ტრანსფარანტებით მერიის შესასვლელ კარებთან იდგნენ და ასე ხვდებოდნენ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც სამსახურიდან გამოვიდნენ.

მოქალაქეებს ხელში ეჭირათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

საქართველოს პარლამენტმა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, მესამე მოსმენით, 84 ხმით, 14 მაისს მიიღო. წინააღმდეგ წავიდა 30 დეპუტატი.

შეგახსენებთ,"აგენტების" კანონს სამივე მოსმენით მხარი დაუჭირეს ქალაქ ზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა და მოგვიანებით, მაჟორიტარმა, ედიშერ თოლორაიამ, ხობის ყოფილმა მაჟორიტარმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ქალაქ ფოთის მაჟორიტარმა გიორგი ხახუბიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო. ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ.

ამავე თემაზე:

რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)

რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
27 / ნოემბერი 2025
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.