2, 3 და 4 აგვისტოს ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი „კომორები“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზატორებმა საკუთარ ფეიბუქ გვერდზე გამოაქვეყნეს.
„უწყვეტი მუსიკა სამ განსხვავებულ სცენაზე, ჟანრობრივი მრავალფეროვნება, 70-ზე მეტი არტისტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ქორეოგრაფიულ/თეატრალური პერფორმანსები, ფუდ კორტი და გამოფენები - კომორები სამდღიანი ფესტივალისთვის ემზადება. შეკრების ადგილი უცვლელია - ანაკლია“, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
სამდღიანი საშვის ღირებულება კი შემდეგნაირად გამოიყურება:
Early bird - 100 ლარი
I კალათა - 150 ლარი
II კალათა - 200 ლარი
III კალათა - 250 ლარი
ამავე ცნობით, ე.წ ლაინაფის სრულ ვერსიას მე-2 კალათის გააქტიურების შემდეგ გამოაქვეყნებენ.
შეგახსენებთ, ღონისძიება ამავე ლოკაციაზე უკვე მეორედ იმართება.
მასალის გამოყენების პირობები