ახალი ამბები
განმუხურში სასტუმროს "ბლექ სი რივიერა" აღარ ააშენებს - მთავრობის განკარგულება
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, კომპანია "ბლექ სი რივიერა", რომელსაც ზუგდიდში, სოფელ განმუხურში სასტუმრო უნდა აეშენებინა, 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისგან თავისუფლდება.

პრემიერის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, ამისათვის აუცილებელია კომპანიამ ბიუჯეტის სასარგებლოდ 500 000 ლარი გადაიხადოს.

შეგახსენებთ, 2016 წელს ივანიშვილმა განაცხადა, რომ განმუხურში მაღალი კლასის სასტუმროს ააშენებდა. ხელშეკრულებაში მითითებული მოთხოვნა "ბლექ სი რივიერას" მიერ პროექტში 10 მლნ ლარის ინვესტიციის ჩადება და მშენებლობის 2021 წელს დასრულება იყო.

კერძოდ, ეს 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას და სხვა ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას ითვალისწინებდა. 

სოფელ განმუხურის ბულვარის ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია აუქციონის წესით 2 266 500 ლარად 2016 წელს გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა ერთადერთმა მსურველმა, "ბლექ სი რივიერამ" მიიღო. მან აუქციონზე საწყის ფასს 3 000 ლარით გადააჭარბა. 


ამავე თემაზე: 

ბიძინა ივანიშვილი: განმუხურში ძალიან მაღალი კლასის სასტუმროს ავაშენებ

განმუხურის ბულვარის ნაწილი გაიყიდა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
30 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უნიკალურ ნიმუშზე ,,ბოყვიშ ჸუდეზე“, რომელსაც პიტაფიცარიც ეწოდებოდა.
23 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ-აფხაზურ ტრადიციულ ხის სახლზე ,,ჯარგუალზე".
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
06 / ნოემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.