არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ქრონოლოგიურად აღწერს ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის პროცესს და ეხმაურება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ხელახალ ტენდერს.
"ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და დასრულება ჯერ 2017 წელს, შემდეგ კი 2020 წელს იყო დაგეგმილი. 2017 წელს გაირკვა, რომ სტადიონი UEFA-ს სტანდარტებს არათუ არ შეესაბამება, არამედ ვარგისიც არ არის - ოთახებში წყალი ჩადიოდა, ბალახი გამხმარი იყო, ბეტონის კედელი კი ფეხბურთელებისთვის საფრთხის შემცველი.
გამოცხადდა მეორე ტენდერი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია ამბობდა, რომ მშენებლობა 2020 წელს დასრულდებოდა", - წერს ორგანიზაცია
ისინი აცხადებენ, რომ 2024 წელს სტადიონი ისევ დაუსრულებელია და ორი წარუმატებელი ტენდერი სახელმწიფოს თითქმის 14 მილიონი ლარი დაუჯდა.
"Მაისში სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი - 16,300,000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, თუმცა ჯერ უცნობია, ვინ აიღებს დაუსრულებელ პროექტს", - წერია ფლანგვის დეტექტორის ფეისბუქ გვერდზე.
შეგახსენებთ, ფონდმა ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების სტადიონის რეკონსტრუქციისთვის ელეტრონული შესყიდვის დოკუმენტი ვებ გვერდზე
31 მაისს გამოაქვეყნა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების სტადიონი, რომლის მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, დღემდე არ გახსნილა - ფლანგვის დეტექტორი (ფოტო)
ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის გაჭიანურებისა და უსაფრთხოების ზომების დაუცველობის საკითხები უნდა გამოიძიონ - TI
საძოვრად გადაქცეული ზუგდიდის სტადიონი (ფოტო)
ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის პროექტში ცვლილებები შედის (ფოტო)
ზუგდიდის ახალ სტადიონზე ბეტონის სარტყელი შემოავლეს
მასალის გამოყენების პირობები