ახალი ამბები
ანაკლიის პორტის ხარისხიანი განვითარებისთვის ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან - მინისტრი
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში სხვადასხვა პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან, ხოლო გამარჯვებულად ჩინური კომპანიის გამოცხადებას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დიალოგი და ზუსტდება მნიშვნელოვანი დეტალები.

"რაც შეეხება ინვესტორის საკითხს, ამაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს მუდმივი დიალოგი, მეც უშუალოდ. მათ აქვთ სრული ინფორმაცია. იცით, რომ კონსორციუმის ერთ კომპანიაზე იყო საუბარი, ჩვენ გვყავს მეორე კომპანია, ასევე, რამდენიმე ქვეკონტრაქტორი. აგრეთვე მოიაზრება რამდენიმე მნიშვნელოვანი მაღალი რეპუტაციის, მათ შორის ჩინური საერთაშორისო გადამზიდავი ხაზის ჩართულობა. ზოგადად, ეს იქნება კომპლექსური ეკოსისტემა, ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან, რათა ამ პორტის მაქსიმალურად ხარისხიანი განვითარება მივიღოთ და მაქსიმალურად გვქონდეს გათვალისწინებული საქართველოს სტრატეგიული, კომერციული ინტერესები. ამიტომ, ეს პროცესიც მიმდინარეობს მაქსიმალური პასუხისმგებლობით" - განმარტავს მინისტრი.

რაც შეეხება მშენებლობის პროცესსა და პორტის პროექტირებას, დავითაშვილი ამბობს, რომ ამისთვის ბელგიური საერთაშორისო საინჟინრო კომპანიაა აყვანილი, რომელიც სამშენებლო ნაწილში სახელმწიფოს კონსულტანტია.

ინფორმაციისთვის, 29 მაისს ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი უახლოეს დღეებში გამოცხადდებოდა. სამინისტრომ წინადადებები მხოლოდ ჩინური კომპანიისგან მიიღო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შერჩეული ჩინური კონსორციუმია ამერიკის მთავრობამ სამხედრო, სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაში ამხილა. მათი განმარტებით, კონსორციუმს აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც.

ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის დეკემბერში მიიღო.

პროექტის პარტნიორის შერჩევის ეტაპი შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა და ჩინურ-სინგაპურულმა კომპანიებმა წარმატებით გაიარეს.

თავდაპირველად, პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები კი 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურისთვის 50 მლნ ლარია გამოყოფილი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
10 / თებერვალი 2025
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ პროევროპული საპროტესტო აქციები უკვე 75 დღეა მიმდინარეობს.
10 / თებერვალი 2025
დღეს, 10 თებერვალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხი მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილება იყო, რომელიც საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ დაამტკიცა.
10 / თებერვალი 2025
მოსკოვსა და სოხუმს შორის მიღწეულია შეთანხმება დამატებითი ელექტროენერგიის მიწოდების თაობაზე, „რესპუბლიკის მოსახლეობის საიმედო ელექტრომომარაგების უზრუნველყოფის მიზნით”, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტრო იუწყება.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.