ზუგდიდის მერია საარჩევნო უბნების რეაბილიტაციისთვის 31 976 ლარს დახარჯავს
ზუგდიდის მერია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესის უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით,
სხვადასხვა საარჩევნო უბნის რეაბილიტაციას გეგმავს. მომსახურების შესყიდვის ღირებულება 31 976 ლარია.
სატენდერო დოკუმენტზე დაყრდნობით, სხვადასხვა უბნის სარემონტო სამუშაოები იქნება: ელექტრო სადენების გაყვანა, ე,წ შტეფსელური როზეტების დაყენება, ღიობების თაბაშირ-მუყაოს ფილებით გადატიხვრა, ჭერის სანათების მონტაჟი, კედლების მაღალი ხარისხის საღებავით შეღებვა, თუნუქის სახურავის შეცვლა, ფანჯრების შემინვა, კარის საკეტის მოწყობა და აშ.
ტენდერში წინადადებები 28 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით მიიღება. გამარჯვებულმა კომპანიამ კი ხელშეკრულების დადებიდან 45 დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.
მასალის გამოყენების პირობები