2 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.
სინოპტიკოსთა პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში +28, +30, ხოლო მესტიაში +24, +26 გრადუსი იქნება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში 2 ივლისამდე არამდგრად ამინდს, მცირე წვიმასა და ელჭექს ვარაუდობენ.
სანაპირო რაიონებში, ანაკლიასა და ფოთში 29 ივნისი უნალექოდ ჩაივლის, შემდეგ, 2 ივლისამდე კი მოსალოდნელია ამინდის გაუარესება.
მასალის გამოყენების პირობები