რუსულმა ელექტრომატარებელმა „ლასტოჩკა“, რომელიც სოჭიდან გაგრამდე კურსირებს, 2024 წლის ექვს თვეში 23 222 მგზავრი გადაიყვანა, ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს.
ამავე მონაცემებით, ყველაზე მეტი მგზავრი (7 890) რუსეთიდან დე ფაქტო რესპუბლკაში ივნისში ჩავიდა, აპრილში ეს მაჩვენებელი 5 861 ადამიანს შეადგენდა, მაისში - 4 032- ს, მარტში - 2 400-ს, იანვარში - 1 719-ს, თებერვალში კი 1 320 - ს.
გამოცემა წერს, რომ „ლასტოჩკამ“ აღნიშნული მარშრუტით მიმოსვლა 2023 წლის
8 ივნისიდან დაიწყო, მოსკოვსა და სოხუმს შორის შეთანხმების შედეგად. აქვე ვკითხულობთ, რომ საერთო ჯამში, ჩაშვების დღიდან, „ელექტრომატარებელმა რუსეთიდან აფხაზეთში 73105 ტურისტი გადაიყვანა“.
ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები, რომ მატარებელმა სოხუმის სადგურმდე რეგულარულად იაროს. „ლასტოჩკამ“ სოხუმამდე სატესტო რეისი უკვე შესარულა.
მასალის გამოყენების პირობები