მომდევნო დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
14 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსთა პროგნოზით, დღის მანძილზე ჰაერის ტემპერატურა ზუგდიდში და მარტვილში +34, +36, ანაკლიასა და ფოთში კი +29,+31 გრადუსი იქნება.
სააგენტოს ცნობით, მესტიაში მცირე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი, ტემპერატურა +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.
მასალის გამოყენების პირობები