ახალი ამბები
Navalnews - ის ვერსიით ოჩამჩირის პორტთან რუსული სამხედრო გემი გაჩერდა
ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პირველი სამხედრო გემი შევიდა. საზღვაო თავდაცვის საკითხებზე ორიენტირებული ინტერნეტგამოცემა Navalnews - ი ავრცელებს ინფორმაციას.

ამავე ცნობით, სამხედრო ხომალდი, სავარაუდოდ, Project 22870-ია, რომელიც საბუქსირო - სამაშველო ხომალდად ითვლება, თუმცა როგორც სამხედრო ექსპერტების წერენ, სამხედრო მიზნებისთვისაც გამოიყენება, სადესანტო გემების გასაცილებლად და საომარი მოქმედებების დროს სარაკეტო სისტემების გადასატანად.

გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური ფოტოების მიხედვით, ეს სამხედრო ხომალდი 28 ივნისს ნოვოროსიისკის პორტში იყო გაჩერებული, 1 ივლისს მისი კვალი ქრება და 4  -  5 ივლისის ფოტოებით, ის უკვე ოჩამჩირის პორტთან ჩნდება.

აქვე ვკითხულობთ, რომ 3 ივლისს უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ მიიტანა იერიში ნოვოროსიისკის პორტზე. ერთ - ერთი ვერსიით, ამ შეტევის დროს, ხომალდი ღია ზღვაში იყო და ოჩამჩირეში უსაფრთხო ადგილის ძებნისას შევიდა.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით თბილისში ოფიციალური კომენტარები არ გაუკეთებიათ.

2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ოჩამჩირის რეგიონში რუსეთის საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზების შექმნის შესახებ განაცხადა, 19 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კი თქვა, რომ "რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის განლაგება ოჩამჩირეში შეესაბამება აფხაზეთის ინტერესებს".

იმავე თემაზე:

ბაზა დამატებითი ინსტრუმენტია, თუმცა მთავარი პრობლემა ოკუპაციაა - პაპუაშვილი ოჩამჩირის პორტში რუსული ფლოტის განთავსებაზე

რუსეთი ოჩამჩირის ნავსადგურის სამხედრო პორტად გადასაქცევად მუშაობს - ანტისაოკუპაციო მოძრაობა

შამბა ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე - ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს უსაფრთხოებას

ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზების განთავსება არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს - სტოლტენბერგი

სოხუმში გააკრეს პლაკატები წარწერით - "აფხაზეთი რუსული ხომალდების ადგილი არ არის!"

ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო ბაზების განლაგებასთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს

ანაკლიიდან 4 კილომეტრში რუსული საზღვაო ფლოტის განთავსებაზე ხელისუფლების რეაგირება არასაკმარისია - DRI





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
17 / თებერვალი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ნ.ჯ.
17 / თებერვალი 2025
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ეხმიანება კუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს „არჩევნების“ ლეგიტიმურობას.
17 / თებერვალი 2025
ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სადღესასწაულო და სამგლოვიარო ღონისძიებებისთვის თაიგულებისა და ყვავილების შესასყიდად 16 385 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
ოდაბადეშ კინოხონი
13 / თებერვალი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.