ახალი ამბები
2020-2022 წლებში სენაკში საერთაშორისო ორგანიზაციებმა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები დააფინანსეს
2020-დან 2022 წლის ჩათვლით, უცხოური დონორი ორგანიზაციების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით, სენაკის მუნიციპალიტეტში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამის შესახებ ადგილობრივი მერიისგან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომელიც რადიო "ათინათს" "მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა" მიაწოდა.

კერძოდ, საქმე ეხება შემდეგ პროექტებს:

2020 წელს, UNDP-მა (გაეროს განვითარების პროგრამა), „შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტომ“ და „ავსტრიის განვითარების თანამშრომლობამ“ (ADC), ტურისტული მიზიდულობის ცენტრის, სათავგადასავლო და დასასვენებელი ატრაქციის მოწყობა დააფინანსეს. მისი ბიუჯეტი 80 000 ლარს შეადგენდა.

2020-2021 წლებში, 212 315 ლარის ღირებულების, 110 მოზარდზე გათვლილი საბავშვო ბაღი დანიის ლტოლვილთა საბჭოს დაფინანსებით აშენდა.

ზემო ჭალადიდში, ბორანის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობის, ტურისტული და საკემპინგე სივრცის მოწყობის სამუშაოებისთვის UNDP-მა, „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ“ (SDC) და „ავსტრიის განვითარების თანამშრომლობამ“ 169 820.91 ლარი გამოყვეს.

შეგახსენებთ, რადიო "ათინათი" დაინტერესებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, 2013-2024 წლებში, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოების მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების საკითხით. ჩვენ უკვე მივიღეთ მარტვილის, ჩხოროწყუს, აბაშისა და სენაკის მერიების პასუხები. საჯარო ინფორმაციას ველოდებით სხვა მუნიციპალიტეტებისგანაც და მათ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


ფოტო: სენაკის მუნიციპალიტეტის მერია

ამავე თემაზე:

2021 წელს აბაშაში UNDP-მა აგრარული ბაზრისა და ყავის ჯიხურის მოსაწყობად 82 362 ლარი გამოყო - აბაშის მერია

2019-2022 წლებში UNDP-მა მარტვილში აგრარული ბაზრის მშენებლობა და სავაჭრო პავილიონების მოწყობა დააფინანსა - მარტვილის მერია

2013-2023 წლებში უცხოური დაფინანსებით მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები არ განხორციელებულა - ჩხოროწყუს მერია

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.