აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა “აპარტამენტების” შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.
მისი განხილვა კანონპროექტის კრიტიკოსების მასობრივი პროტესტის ფონზე მოხდა, წერს „ეხო კავკაზა“
შეკრებილები “დეპუტატების „ ხალხთან გამოსვლას ითხოვდნენ, თუმცა „კანონმდებლებმა“ ეს მოთხოვნები უგულებელყვეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სოხუმში „პარლამენტის“ შენობასთან რამდენიმე შეტაკება მოხდა სამართალდამცველებთან.
„არ დაუშვეს ის ხალხი, ვინც გუშინ პარლამენტის დეპუტატებს მიმართა, რათა მათი წარმომადგენლები შეეშვათ ალტერნატიული თვალსაზრისის წარმოჩენის მიზნით... აფხაზი ხალხისგან იზოლირებულად, დღეს ცდილობენ მიიღონ კანონები, რომლებიც მიმართულია აფხაზეთის სახელმწიფოს განადგურებისკენ“, - განაცხადა ე.წ. პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ლეონიდ ჩამაგუამ აფხაზურ ტელეგრამებთან ინტერვიუში.
აქციაზე ვითარება კვლავ დაძაბულია, იუწყებიან აფხაზური მედიასაშუალებები.
მანამდე ვრცედლობოდა
ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტი, 18 ივლისს, გეგმავს „აპარტამენტების შესახებ კანონპროექტის“ განხილვას რომელსაც აქტიურად ლობირებს აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია. სწორედ ის არის "აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ" კანონპროექტის ინიციატორი.
მის ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებენ, როგორც ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს არის უძრავი ქონების გაყიდვის ფარული ფორმა. ბჟანიას "ადმინისტრაციის" მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, 10-12 წლის განმავლობაში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს აპარტ-ოტელები, ჯამში 30 ათასი აპარტამენტით (ერთ რაიონში არაუმეტეს 5 ათასისა).
მასალის გამოყენების პირობები