ზუგდიდში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდაზე 3 აბიტურიენტი გამოცხადდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდაზე
დარეგისტრირებული 9 აბიტურიენტიდან 3 გამოცხადდა. დაგვიანების არცერთი შემთხვევა არ აღრიცხულა.
გარდა ამისა, Naec-ში გვეუბნებიან, რომ დღეს მაგისტრანტობის მსურველები ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის გამოცდებს აბარებენ. მე-4 სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში, დილის სესიაზე, 68 აპლიკანტიდან 58 ადგილზე მითითებულ დროს მივიდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი რეგისტრირებულებს სთხოვს, ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, მისამართსა და გამოცხადების დროს.
მასალის გამოყენების პირობები