22 ივლისამდე ზუგდიდში ცვალებადი, თუმცა ცხელი ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისის დილამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, ზოგან
შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
სინოპტიკოსთა პროგნოზით, ზუგდიდში, მარტვილში, ანაკლიასა და ფოთში 20 ივლისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მომდევნო დღეებში კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა კვლავ +32 +34 გრადუსს გაუტოლდება.
სააგენტოს განმარტებით, მესტიაში, არამდგრადი ამინდის ფონზე, +27 +29 გრადუსს ვარაუდობენ.
მასალის გამოყენების პირობები