ზუგდიდში სამოქალაქო განათლების გამოცდაზე 258 აბიტურიენტი გამოცხადდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (Naec) მონაცემებით, ზუგდიდში, მე-4 სკოლის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 278
აბიტურიენტიდან, ამ წუთებში სამოქალაქო განათლების გამოცდას 258 აბარებს.
გამოცდაზე არ გამოცხადდა 20 აბიტურიენტი.
Naec-ში ამბობენ, რომ პროცესი სტაბილურ გარემოში მიმდინარეობს და დაგვიანების არცერთი შემთხვევა არ აღრიცხულა.
ინფორმაციისთვის, ხვალ დილით, პირველ სესიაზე გეოგრაფიის გამოცდები ჩატარდება. ადგილზე რეგისტრაცია 08:საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები