ახალი ამბები
სოხუმში ე.წ. პარლამენტმა „აპარტამენტების“ შესახებ კანონი უკან გაიწვია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა უკან გაიწვია „აპარტამენტების“ კანონი. საუბარია დოკუმენტზე, სახელწოდებით: „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელის და გალის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“.

გადაწყვეტილება "პარლამენტის" თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ ოფიციალურად გამოაცხადა. კანონპროექტი გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონებში 10 ათასამდე ბინის მშენებლობას ითავლისწინებდა.

აფხაზური ტელეგრამ არხების თანახამდ, “საკანონმდებლო” ორგანოს დოკუმენტის გაწვევის მოთხოვნით, თავად კანონპროექტის ინიციატორებმა, „დეპუტატებმა“ რეზო ზანთარიამ, ბესლან ემურხბამ, ალმას აკაბამ და გერმან კაჭარავამ მიმართეს.

"აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ" კანონპროექტის ინიციატორი აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანიაა. ის აქტიურად ლობირებდა მას.

ცოტა ხნის წინ, ბჟანიამ განაცხადა, რომ კანონის მიღება, ოჩამჩირის, ტყვარჩელის და გალის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის "გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს" .

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “პარლამენტის“ ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა “აპარტამენტების” შესახებ კანონპროექტი 17 ივლისს მოიწონა.

მისი განხილვა კანონპროექტის კრიტიკოსების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, აქციები გაიმართა სოხუმსა და ოჩამჩირეში.

ბჟანიას "ადმინისტრაციის" მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, 10-12 წლის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს აპარტ-ოტელები, ჯამში 30 ათასი აპარტამენტით (ერთ რაიონში არაუმეტეს 5 ათასისა).

მის ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებენ, როგორც ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს არის რუსეთისთვის უძრავი ქონების გადაცემის ფარული ფორმა.

ცოტა ხნის წინ, აფხაზმა ოპოზიციონერმა, პოლიტიკური პარტია „აფსნის“ თავმჯდომარემ, ვიტალი გაბნიამ განაცხადა, რომ გალი არანაირ რუსებს არ აინტერესებთ, გარდა ბიძინა ივანიშვილისა. კიდევ ერთი აფხაზი ოპოზიციონერის ლევან მიქაას მტკიცებით, ივანიშვილს სურს შეიძინოს აფხაზური აქტივები ქართული წარმოშობის რუსი ოლიგარქების რესურსების გამოყენებით.

ინფორმაციისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს, გამთენიისას, მოახდინა ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, იმავე დილას, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "პარლამენტის" მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.

გასული წლის ოქტომბერში ბჟანიამ განაცხადა, რომ ოჩამჩირის რაიონში რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსება იგეგმება.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.

ამავე თემაზე:

სოხუმში აპარტამენტების კანონის ამოქმედების და ანექსიის საფრთხეებზე - DRI

აფხაზები დარჩებიან უმცირესობაში, შემდეგ კი საერთოდ გაქრებიან, - აქტივისტები „აპარტამენტების“ კანონზე

რძინბამ "აპარტამენტების შესახებ კანონის" კრიტოკოსების განცხადებებს "იდიოტური" უწოდა

ოჩამჩირის პორტთან საკონტეინერო ტერმინალს აშენებენ - მედია

სოხუმში ე.წ. პარლამენტი რუსი ინვესტორებისთვის „უპრეცედენტო“ შეღავათების დაწესებაზე მსჯელობს

„აპარტამენტების“ კანონპროექტის განხილვა ბჟანიას დაჩქარებული წესით სურს, - კვარჩია

არავისთვის არ ვაპირებ ჩვენი მიწების დათმობას, - ბჟანია აპარტ- სასტუმროებზე

სოხუმში აქციები გაგრძელდება - ბჟანია და ოპოზიცია ვერ შეთანხმდნენ

სოხუმში საპროტესტო ბანერების გაკვრისთვის ახალგაზრდა აქტივისტები დააკავეს



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
რიყეში სახალხო დღესასწაული ,,რიყეობა" გაიმართა. სახალხო დღესასწაული წელს მეოთხედ ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით,
ზუგდიდის მერიაში, 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.
დღის სიახლეები
07 / სექტემბერი 2024
დღეს, ზუგდიდში, 9 სართულიანი კორპუსის მოპირკეთების პროცესში დაღუპული მუშა თურქეთის მოქალაქეა.
07 / სექტემბერი 2024
მუშა რომელიც ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მშენებლობიდან გადმოვარდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
07 / სექტემბერი 2024
მოსკოვმა და სოხუმმა დაამტკიცეს საქონლის ჩამონათვალი და მოცულობა, რომელსაც რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში შიდა მოხმარებისთვის „უბაჟოდ“ შეიტანენ. რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამის ოქმს მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს, წერს „ აბხაზია ინფორმი“.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / სექტემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.