ახალი ამბები
ჩხოროწყუში აგვისტოს ომის გმირის კობა წურწუმიას საფლავი ყვავილებით შეამკეს
ჩხოროწყუში მოქალაქეებმა, მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირის კობა წურწუმიას ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ.

ამავე ცნობით, კობა წურწუმია 2008 წლის 7 აგვისტოდან რუსეთ – საქართველოს ომის წინა ხაზზე იბრძოდა. 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალში დაიღუპა. ის მშობლიურ სოფელში, ლეწურწუმეშია დაკრძალული.

შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 2008 წელს, ამ დღეს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარულმა სამხედრო ძალებმა, რომლებსაც მშვიდობისმყოფელთა სტატუსი არ ჰქონდათ, საქართველოს ტერიტორიაზე წამოიწყეს სამხედრო აგრესია. ამას, 23:35 საათზე ქართული სამხედრო ძალების ცხინვალისკენ გადაადგილება და საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. 12 აგვისტოს, რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის ომში თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი, 224 სამოქალაქო პირი და 3 ჟურნალისტი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათგან 1045 სამხედრო მოსამსახურეა. კონფლიქტის დროს, დაიჭრა 12 ჟურნალისტი. სამეგრელოდან ომს 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.


ამავე თემაზე: 

სენაკში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრები და მშვიდობიანი მოქალაქეები გაიხსენეს

ზუგდიდში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ხობში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

ოკუპირებულ რეგიონებში გრძელდება ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში, სისტემატური დარღვევა - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

საქართველო მიზნად ისახავს უზრუნველყოს ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გამთლიანება და განვითარება - საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

სახელმწიფო უწყებებისა და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების შენობებზე დროშები დაშვებულია

წალენჯიხაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს

მხარდამჭერი გზავნილები დასავლეთიდან - საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოები და ორგანიზაციები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომს ეხმაურებიან

დღეს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-16 წლისთავია
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.