რეგიონი
7-8 სექტემბერს ზუგდიდში ,,გემო ფესტი’’ გაიმართება
7 – 8 სექტემბერს ზუგდიდში პირველად გემო - ფესტი ჩატარდება.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით დაფუძნებული გასტრონომიული ფესტივალი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართება, სადაც შეფების და ადგილობრივი მზარეულების მიერ მეგრული კულინარიის ახლებური ხედვა იქნება წარმოდგენილი.


,,აბა მეგობრებო, გადადეთ ყველა საქმე და კიდევ ერთხელ ალესეთ რეცეპტორები! 7 და 8 სექტემბერს გემო ფესტი თვით სამეგრელოს მიემგზავრება! შემოდგომის უხვი მოსავლით შექმნილი საოცრებების ჯერიც დადგა... მეგრულ სამზარეულოში რაც იცით, ხომ იცით და რაც არ იცით, ისეთებს გასინჯავთ, მომდევნო გემო ფესტამდე რომ ილაპარაკებთ. მეტი ადრე როდისღა გვეთქვა?! ამიტომ, სექტემბრის 7 და 8, აქედანვე უქმედ გამოუცხადეთ საკუთარ თავს... სამეგრელოში შემოდგომის დიდი გემოთცვენა იქნება’’, - ვკითხულობთ ღონისძიების ფეისბუქ გვერდზე.

პროექტის მიზანია რეგიონებში გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა, ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების წახალისება, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.