უკრაინაში რუსეთის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, აფხაზეთიდან დევნილი ვასო ქარდავა ემსხვერპლა.
ინფორმაციას ამის შესახებ, „კავკასიის ლეგიონის“ მეთაური ლადო გამსახურდია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული სოხუმიდან დევნილი იყო და უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან, 118 ბრიგადაში იბრძოდა.
,,კიდევ ერთი გმირი ვასო ქარდავა დაიღუპა ოკუპანტებთან ბრძოლაში, სოხუმიდან დევნილი. 118 ბრიგადაში იბრძოდა პირველივე დღიდან ორი წლის განმავლობაში. ვიზიარებ ოჯახის წევრებისა და საქართველოს მწუხარებას’’, -
წერს ლადო გამსახურდია.2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან, საომარ მოქმედებებს 60 - ზე მეტი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები