გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 18 აგვისტოდან უნალექო ამინდი იქნება.
მათივე ცნობით, ხვალ სამეგრელოში შესაძლოა გაწვიმდეს. 17 აგვისტოდან კი ნავარაუდევია უნალექო ამინდი. ზუგდიდში, მარტვილში, ანაკლიასა და ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს.
სინოპტიკოსები მესტიაში, მცირე წვიმის ფონზე, +27, +29 გრადუსს პროგნოზირებენ.
მასალის გამოყენების პირობები