ახალი ამბები
გალის ნაგავსაყრელი ისევ იწვის
გალის სოფელ შაშიკვარასთან არსებულ ნაგავსაყრელზე გაჩენილი ხანძრის ქრობაში ენგურჰესის და ოჩამჩირის სახანძრო მანქანებიც ჩაერთვებიან, ამის შესახებ გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ „გალმედიას“ უთხრა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები შეეცდებიან ზედაპირზე შეამცირონ დაკვამლიანება. ხანძრის ლოკალიზებისთვის კი უფრო ინტენსიური სამუშაოებია საწარმოებელი, შესაბამისი ტექნიკის ჩართვით, რადგან ცეცხლი ნაგავსაყრელის ქვედა, ღრმა საფარს უკიდია. 

ფილიას მტკიცებით, ხანძრის გაჩენა ადამიანურ ფაქტორს უკავშირდება, ის ვარაუდობს, რომ ნაგავსაყრელზე ნარჩენებს ცეცხლს ის პირები უკიდებენ, რომლებიც მეტალებს აგროვებენ.

გალის ნაგავსაყრელზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე დღეა ვერ ხერხდება. 19 აგვისტოს გამართულ საგანგებო თათბირზე ფილიამ განაცხადა, რომ „შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და ხანძრის შემდგომი გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემდგომი შეტანა შაშიკვარას ნაგავსაყრელზე დროებით შეწყდება, ხანძრის ლოკალიზება - ლიკვიდაციამდე’.



გარდა ამისა, შეხვედრაზე ითქვა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძრის ქრობაში ჩაერთვება „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს“ დამატებითი დანაყოფები სოხუმიდან და სპეციალური ტექნიკა.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ სოხუმის და გალი შეთანხმდნენ, რომ შაშიკვარაში არსებულ ნაგავზაყრელეზე ნერჩენების ტრანსპორტირება 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება. 

ამის შესახებ სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციის ურბანული სერვისების მუნიციპალური მართვის დირექტორმა რუსლან ავიძბამ განაცხადა. მისი თქმით, წლის ბოლომდე ისინი გეგმავენ გულრიფშის რაიონის სოფელ ვლადიმიროვკაში აშენებული ახალი ნაგავსაყრელის აღჭურვას საჭირო ტექნიკით და სოხუმიდან მყარი ნარჩენების იქ გატანას.

გალის რაიონში, მზიურის თემის სოფელ შაშიკვარასთან ნაგავსაყრელი ივლისშიც იწვოდა. ცეცხლი დაახლოებით, ერთი ჰექტარზე იყო მოდებული, მისი ჩაქრობა მხოლოდ რამდენიმე დღეში მოხერხდა.

აფხაზური მედიის თანახმად, 2019 წელს სოხუმსა და გალის რაიონს შორის შემდგარი შეთანხმების შედეგად, ნარჩენები სოხუმიდან გალის პოლიგონზე გაიტანეს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
გადაცემაში ,,ჩემი არჩევანი'' სტუმრებმა ისაუბრეს განხორციელებულ ტრენინგსა და საინფორმაციო კამპანიაზე.
კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის კამპანიის: "გაიგეთ ჩვენი ხმა", ფარგლებში გამოკვეთა, რომ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ: სიღარიბე, უმუშევრობა, ჯანდაცვაზე შეზღუდული წვდომა, საკვებსა და
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული ადგილების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
დღის სიახლეები
22 / ოქტომბერი 2024
26 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გალის რაიონში დე-ფაქტო უშიშროების ძალების დამატებითი ქვედანაყოფები შეიყვანეს, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრს „უშიშროების საბჭოს“ მდივანმა რაულ ლოლუამ განუცხადა.
22 / ოქტომბერი 2024
გადაცემაში ,,ჩემი არჩევანი'' სტუმრებმა ისაუბრეს განხორციელებულ ტრენინგსა და საინფორმაციო კამპანიაზე.
22 / ოქტომბერი 2024
დღეს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყების ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 6 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია -1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.