უახლოეს დღეებში ზუგდიდში ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე
წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
სინოპტიკოსები სამეგრელოში მცირე წვიმასთან ერთად, ელჭექს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა ზუგდიდსა და მარტვილში +33, +35, ანაკლიასა და ფოთში +29, +31 გრადუსი იქნება.
ამავე ცნობით, მესტიაშიც არამდგრადი ამინდია ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა კი დღისით +27, +29 გრადუსს მიაღწევს.
მასალის გამოყენების პირობები