უახლოეს დღეებში სამეგრელო-ზემო სვანეთში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეების განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში, მაღალი ტემპერატურის ფონზე,
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
სინოპტიკოსთა პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა ზუგდიდსა და მარტვილში +33, +35, ხოლო ანაკლიასა და ფოთში +27, +29 გრადუსი იქნება.
მათივე ცნობით, მესტიაშიც ცვალებადი ამინდია ნავარაუდევი, ტემპერატურა +27, +29 გრადუსს გაუტოლდება.
მასალის გამოყენების პირობები