ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა კლუბი "ოდიში" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
ინფორმაციას ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაცია
EAFF ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
"ოდიში" A ჯგუფში მოხვდა, სადაც ითამაშებენ ამპუტანტ ფეხბურთელთა კლუბები იტალიიდან (VICENZA CALCIO), ესპანეთიდან (FLAMENCOS AMPUTADOS) და საფრანგეთიდან (PARIS FC).
„დაგეგმილია 8 ტოპ კლუბის შერკინება, რათა მათ იბრძოლონ პრესტიჟული ტიტულისთვის, თითოეული გუნდი ჩემპიონია საკუთარ ლიგაში“, - წერენ ღონისძიების ორგანიზატორები.
მათივე ცნობით, წელს თამაშებს საფეხბურთო კლუბი სასუოლო (U.S. Sassuolo) უმასპინძლებს, რომლის „ჩართულობა ხაზს უსვამს პროფესიონალური ფეხბურთის და სოციალური პასუხისმგებლობის კვეთას, გამოხატავს მათ მხარდაჭერას ამპუტირებული საფეხბურთო საზოგადოების მიმართ“.
ჩემპიონთა ლიგა, 20 – 22 სექტემბერს, იტალიაში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები