წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პოლონელი ტურისტი დაიღუპა. შემთხვევა ინწრას ხეობაში მოხდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ავრცელებს.
„შენთხვევა ჩანჩქერიდან 800 მეტრში მოხდა, გოგონას ფეხი აუსრიალდა და კლდეზე გადაიჩეხა. ის მეგობრებთან ერთად იყო. მობილიზებულია წალენჯიხის პოლიციის მთელი სამმართველო. მათ შეძლეს სამანქანო გზიდან 3 კილომეტრის დაშორებით გოგონას ცხედრის პოვნა. მთელი გზა ფეხით სავალია“, - წერს ბელქანია
მისივე ცნობით, გარდაცვლილი 35 წლის ახალგაზრდა ქალია, მის ცხედარს ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო "ათინათს" განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები