ზუგდიდში, დადინის ქუჩაზე, 9 სართულიანი კორპუსის მე - 8 სართულიდან, მუშა ჩამოვარდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი შენობის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც სიმაღლიდან გადმოვარდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ, რადიო
„ათინათს“ დაუდასტურა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში შეიყვანეს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, გულის გაჩერებით, რომელსაც რეანიმაციული ღონისძიებები უტარდება.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, დაშავებული, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
მასალის გამოყენების პირობები