ზუგდიდის საჯარო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 16 სექტემბერს განახლდება
ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებულ 63 სახელმწიფო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 16 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ცენტრის საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, 15 სექტემბერს აღსაზრდელების ელექტრონული რეგისტრაცია დასრულდება.
"პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მშობლებს და მეურვეებს 15 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით შეუძლიათ ონლაინ პორტალზე დაარეგისტრირონ ბავშვები. პროცედურებთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ ყოფილა არცერთი პრობლემა", - ამბობენ ისინი.
პრესსამსახურში განმარტავენ, რომ კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციის მიღებისთვის დაუკავშირდნენ მათ ვებ გვერდზე მითითებულ ნომერზე ან მიწერონ ცენტრის სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები