ახალი ამბები
სენაკის სასამართლოში ბალდის კანიონის გასხვისების საქმე გადაიდო
სენაკის რაიონულ სასამართლოში ბალდელი აქტივისტების საჩივარი, რომელიც კანიონის იჯარის წესით გასხვისებას ეხება, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გადაიდო. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მოძრაობის "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" წევრმა ცოტნე თვარაძემ უთხრა.

მისი თქმით, სასამართლო პროცესი, რომელზეც მომჩივანი მხარე კანიონის საკითხის განხილვაში გარემოსდაცვითი ექსპერტის ჩართვას ითხოვდა, დაახლოებით, 10 წუთი გაგრძელდა.

"მოპასუხე მხარემ ითხოვა 10 დღიანი ვადა, რაც სასამართლომ დაადასტურა. საინტერესოა, რომ მოსამართლე, ვინც ამ პროცესს უძღვება, ჩვენს სხვა საქმეებსაც განიხილავს, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეებია. სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებს, ერთი მოსამართლე განიხილავდეს, ეს ცოტათი უცნაურია", - ამბობს თვარაძე.

ის განმარტავს, რომ კანიონზე მშენებლობა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. როგორც ის ამბობს, ეს უფლებები საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული და დაცული ტერიტორიების წინააღმდეგ შეტანილი საჩივარიც სწორედ ამას ეფუძნება.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში, კანიონი, რომელიც ბუნების ძეგლია, აუქციონის წესით, 20 - წლიანი საკუთრების უფლებითა და გარკვეული ვალდებულებებით კომპანია "კანიონ 350"-ს გადაეცა.

თვეებია, ბალდელების ნაწილი სამუშაოების შეჩერებას ითხოვს და კანიონის გასხვისებას უკანონოს უწოდებს.

სახელმწიფო უწყებაში განმარტავენ, რომ ყველა სახის სამუშაო კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს. კომპანიამ ორი წლის განმავლობაში 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია უნდა განახორციელოს, მომდევნო 3 წლის ვადაში კი ბუნების ძეგლზე მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - ვიზიტორთა ცენტრი, როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2023 წლის აპრილის თვიდან დაიწყო. პროექტის დაწყებამდე კი შეისწავლეს ბუნების ძეგლის გეოლოგიური,ჰიდროლოგიური კომპონენტი, რათა ბუნების ძეგლზე ინფრასტრუქტურის მოწყობა უსაფრთხო ყოფილიყო.


ამავე თემაზე: 

დღეს ბალდის კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგის სასამართლო პროცესზე მოწმეები დაკითხეს

სასამართლომ ბალდის კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგე პატიმრობაში დატოვა

"ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" მოძრაობის წევრის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ბალდის კანიონის ტერიტორიაზე ექსპერტთა ჯგუფი არ შეუშვეს - დაცული ტერიტორიების სააგენტო

ბალდის კანიონის იჯარის წესით გასხვისების საწინააღმდეგო სარჩელს სასამართლოში შეიტანენ

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ბალდის კანიონთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.