გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ოქტომბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და  დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. 9 ოქტომბერს კი გამოიდარებს და ისევ თბილი და უნალექო ამინდი 
იქნება. 
სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა ზუგდიდსა და მარტვილში +26, +28, ხოლო ანაკლიასა და ფოთში +23, +26 გრადუსამდე შემცირდება.
სააგენტოში განმარტავენ, რომ მესტიაში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა კი დღისით  +17, +19 გრადუსი იქნება. 
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები