ახალი ამბები
განცხადება თანამშრომლებისთვის პირადობების ჩამორთმევის შესახებ არის სიცრუე - ენგურჰესი
ჰიდროელექტროსადგური "ენგურჰესი" სოციალურ ქსელში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ის "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ლევან მებონიას თანამშრომლებისთვის პირადობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს.

ისინი უარყოფენ პოლიტიკოსის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს და აღნიშნავენ, რომ წითლიძის განცხადება ლევან მებონიასა და შპს "ენგურჰესის" დისკრედიტაციის კამპანიის გაგრძელებაა.

"კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მიერ გავრცელებული განცხადება "ენგურჰესის" თანამშრომლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია! ის უტიფრად იტყუება, როდესაც მსგავს "ფაქტზე" საუბრობს, რადგან ასეთი რამ არასდროს მომხდარა და შესაბამისად, ვერანაირი "მტკიცებულება" ფიზიკურად ვერ იარსებებს.

რაც შეეხება მეორე, კიდევ უფრო მძიმე და ცილისმწამებლურ ბრალდებას - ენგურის ხიდის დაკეტვასთან დაკავშირებით რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკების შესახებ, ეს "ინფორმაციაც" ასევე სრულიად აბსურდული და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

გვინდა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ანა წითლიძე ატარებს მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც არამარტო ლევან მებონიას, არამედ შპს "ენგურჰესისა "და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ასეთივე ცილისმწამებლური განცხადებებით ის წინა წლებშიც გამოირჩეოდა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

"ენგურჰესში" აპირებენ, მიმართონ შესაბამის ორგანოებს. მათი თქმით, მსგავსი განცხადებები სათანადოდ უნდა იქნას გამოძიებული და სამართლებრივი პასუხი გაეცეს.

ცნობისთვის, პარლამენტის წევრმა და "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ დღეს ბრიფინგი გამართა, რომელზეც თქვა, რომ მათ პარტიამ მტკიცებულებები მოიპოვა, როგორ ავალებს ენგურჰესის დირექტორი დევნილებს პირადობის მოწმობების ჩაბარებას და როგორ აწარმოებს მოლაპარაკებას ოკუპანტებთან, ენგურის ხიდის ჩაკეტვის თაობაზე.

მისივე განმარტებით, მტკიცებულებები უკვე გადასცა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სადამკვირვებლო მისიებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
04 / დეკემბერი 2025
მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
27 / ნოემბერი 2025
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
04 / დეკემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.