სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში წვიმას, მაღალ მთაში კი თოვლს პროგნოზირებენ
17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვაც. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო
ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა იქნება.
სააგენტოში განმარტავენ, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ამავე ცნობით, საფრთხის დონე საშუალოა.
მასალის გამოყენების პირობები