ახალი ამბები
პირადობების ჩამორთმევაზე გავრცელებული ინფორმაცია ეჭვს აჩენს არჩევნების გაყალბებაზე - სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმა"
სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმა" ეხმიანება წინასაარჩევნოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევაზე გავრცელებულ ინფორმაციას. ორგანიზაციის სპიკერმა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ათობით მოქალაქემ მიმართა მათ კოალიციას მსგავსი შემთხვევების შესახებ, თუმცა როგორც ის ამბობს, პასუხისმგებელი საგამოძიებო უწყებები არ აკეთებენ არავითარ განცხადებას ამ ფაქტებზე განხორციელებული რეაგირების შესახებ.

მისივე თქმით, შეუძლებელია პირადობების მოწმობების ჩამორთმევას ჰქონდეს კეთილშობილური მიზნები.

"გავრცელებული ინფორმაცია აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს, რომ პირადობის მოწმობების ჩამორთმევის მიზანი არის არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა და ამომრჩევლის მოსყიდვისა და ჩამორთმეული პირადობის მოწმობების გამოყენებით სხვა პირების მიერ არჩევნებში მონაწილეობის გზით არჩევნების გაყალბება. ყველა ეს დანაშაული არის 162-ე (არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა -სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე), 1641 (ამომრჩევლის მოსყიდვა - პროკურატურის ქვემდებარე) და 1644 (ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე), არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პროკურატურის ქვემდებარე დანაშაულები.

მოვუწოდებთ ორივე საგამოძიებო უწყებას, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია ჩატარებული გამოძიების შესახებ. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ ამ ფაქტებს აქვს მასშტაბური ხასიათი. არჩევნებამდე დარჩენილია ერთი კვირა და საგამოძიებო უწყებების უმოქმედობა არსებითად აზიანებს ამომრჩეველთა უფლებებს - გამოხატონ მათი ნამდვილი ნება არჩევნებზე", - განმარტა თოლორაიამ.

მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, მათ შორის საჯარო სამსახურებში, იმის შესახებ, თითქოს ელექტრონული საშუალებით ხმის მიცემა ფარული არ არის. როგორც ის ამბობს, მსგავსი სიცრუის ტირაჟირება შედის მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესებში და არავითარი კავშირი რეალობასთან არ აქვს.

გარდა ამისა, თოლორაიამ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ სადამკვირვებლო მისიამ "ჩემი ხმა" დაასრულა დამკვირვებელთა რეგისტრაცია. მათ 4200 მოქალაქემ მიმართა და შერჩევის შედეგად არჩევნებს 2000 ათასამდე დამკვირვებელი დააკვირდება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.