სოხუმიდან კოლონა დაიძრა, რომელიც კურსკის ოლქში 30 ტონაზე მეტ ჰუმანიტარულ ტვირთს ჩაიტანს. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჰუმანიტარული ტვირთი, რომელშიც საკვები პროდუქტები, წყალი და პირადი ჰიგიენის საშუალებები შედის, „შეგროვდა როგორც მოქალაქეების პირადი შემოწირულებებით, ასევე კომერციული ორგანიზაციების ფინანსური მონაწილეობით“.
აქვე აღნიშნულია, რომ „ჰუმანიტარული აქცია აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით ტარდება“.
მასალის გამოყენების პირობები