ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ წინასაარჩევნო ღონისძიებისთვის არ გამოგვიყო სივრცე, რომლითაც "ქართულმა ოცნებამ" ისარგებლა - მარიამ სიჭინავა
პარტია "დროას" რეგიონული წარმომადგენლის მარიამ სიჭინავას თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ წინასაარჩევნო ღონისძიების გასამართად მათ უარი უთხრა "მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის" დარბაზის გამოყენებაზე, თუმცა, როგორ მან აღნიშნა, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო პარტიული შეხვედრა სწორედ აღნიშნულ სივრცეში ჩაატარეს.

რადიო "ათინათთან" ის ამბობს, რომ 17 ოქტომბერს "მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში" პარტიული ღონისძიების ჩატარებაზე უარი თქმის მიზეზი იყო განკარგულება, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო ღონისძიებების გამართვისთვის გამოყოფილია "ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის" საკონცერტო დარბაზი.

"ოფიციალური წერილით მივმართე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და ვთხოვე იმ სივრცის დათმობა ჩვენთვის, რომელსაც თვითონაც იყენებდნენ შეხვედრებისთვის. მათ გადამამისამართეს კომბინატში მდებარე კულტურის სახლში და მითხრეს, რომ შეხვედრებისთვის გამოყოფილია კულტურის სახლის შენობა. მათ იციან, რომ კანონმდებლობა არეგულირებს პარტიების თანაბარ საარჩევნო პირობებში ჩაყენების საკითხს და ზუსტად იმ პირობით უნდა გადმოეცათ ჩვენთვის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, რა პირობითაც გადასცეს ეს სივრცე "ქართული ოცნების" დელეგატს წინასაარჩევნო შეხვედრების ჩასატარებლად", - განაცხადა მან.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარისთვის ზუგდიდის მერიას დავუკავშირდით. შეკითხვაზე, რატომ ვერ ისარგებლა ოპოზიციურმა პარტიამ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დარბაზით, მერიაში გვიპასუხეს, რომ 17 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებების გამო, აღნიშნული სივრცე დაკავებული იყო. მათივე ცნობით, იქამდე, "ქართულმა ოცნებამ" ამ შენობაში შეხვედრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის შემდეგ ჩაატარა.

ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" წერს, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, იკრძალება იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.