ახალი ამბები
ზუგდიდში მე-9 საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება იყო (ვიდეო)
ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის მე-9 უბანზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

პარტია "ძლიერი საქართველოს" საოლქო კომისიის წევრის დავით ჩქოტუას განცხადებით, მას ფიზიკურად რამდენიმე პირი გაუსწორდა.
როგორც ის ამბობს, უბანზე ხმაური გამოიწვია დამკვირვებლების ნაწილის მიერ საარჩევნო ურნებთან ახლოს დგომამ, საიდანაც მისი თქმით, მარტივად ჩანდა, თუ ვის აძლევდა ამომრჩეველი ხმას.

"ვუთხარი თავმჯდომარეს, რომ დისტანცია დაეცვა მათ. მოვიდა ერთ-ერთი დამკვირვებელი და მე შევთავაზე გარეთ დალაპარაკება.
დამიპირისპირდნენ, სავარაუდოდ, ხელისუფლების წარმომადგენლები. ადგილზე რეაგირება არ მოუხდენია პოლიციის თანამშრომლებს. უბრალოდ მათ შემდეგ გაგვაშველეს", - თქვა მან.

კოალიცია "ძლიერი საქართველო - ლელო,ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!" წარმომადგენელი გიორგი თოდუა ჟურნალისტებთან ამბობს, რომ პარტია მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას სამართალდამცავი ორგანოებისგან.

"აქვე მივმართავ ამომრჩევლებს ზუგდიდში და საქართველოში. თქვენ ხედავთ, ეს არის სახე "ქართული ოცნების" სახე. მათ იციან, რომ სამეგრელოში არჩევნები პირწმინდად წაგებული აქვთ და გადასულები არიან ძალადობაზე. აუცილებელია, რომ სახლში არ დავრჩეთ და ყველა მოვიდეს არჩევნებზე და ავირჩიოთ პროდასავლური ძალები", - ამბობს თოდუა.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში 70 უბანია, ამომრჩეველთა რაოდენობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით 116 525-ია.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ.

საპარლამენტო არჩევნები პირველად იმართება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ წესით ამომრჩევლები ხმას მისცემენ 90%-ზე მეტ საარჩევნო უბანში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
10 / თებერვალი 2025
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ პროევროპული საპროტესტო აქციები უკვე 75 დღეა მიმდინარეობს.
10 / თებერვალი 2025
დღეს, 10 თებერვალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხი მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილება იყო, რომელიც საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ დაამტკიცა.
10 / თებერვალი 2025
მოსკოვსა და სოხუმს შორის მიღწეულია შეთანხმება დამატებითი ელექტროენერგიის მიწოდების თაობაზე, „რესპუბლიკის მოსახლეობის საიმედო ელექტრომომარაგების უზრუნველყოფის მიზნით”, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტრო იუწყება.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.