ახალი ამბები
საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრები ზუგდიდის, სენაკისა და ფოთის სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრები, რომლებიც ზუგდიდის, სენაკისა და ხობის ცალკეულ უბნებზე 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაბათილებას ეხებოდა, სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს.

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ რადიო "ათინათს" უთხრა, არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ არჩევნების დღეს, მათი დამკვირვებლების მიერ აღმოჩენილმა დარღვევებმა კენჭისყრის შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

"ჩვენ ვითხოვდით ზუგდიდის, სენაკისა და ხობის რამდენიმე უბანზე კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას. ვფიქრობთ, რომ არჩევნების დღის განმავლობაში ჩვენი დამკვირვებლების მიერ აღმოჩენილი დარღვევები მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა შედეგებზე და რეალურად, ცვლიდა კენჭისყრის შედეგებს. მიგვაჩნია, რომ კონკრეტულ უბნებზე ზუგდიდში, ხობში და სენაკში კენჭისყრის შედეგების გაბათილება. ამ საკითხებზე ჩვენ მივმართეთ საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებმაც ჩვენი პოზიცია არ გაიზიარეს. აღნიშნული დავები გავაგრძელეთ ზუგდიდისა და სენაკის რაიონულ და ფოთის საოლქო სასამართლოებში. მათაც არ დააკმაყოფილეს სარჩელი", - თქვა მან.

TI - საქართველოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ორგანიზაციები აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

ცნობისთვის, ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განხილული 7 საჩივრიდან ყველა მათგანი უსაფუძვლოდ მიიჩნიეს.

ამავე თემაზე: 

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
19 / მაისი 2025
სოხუმის აეროპორტის პრესსამსახური უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ობიექტზე დასაქმებული კომპანიის თანამშრომლების გაფიცვის შესახებ.
19 / მაისი 2025
2024 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში უმუშევრობის დონე 2023 წელთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 10.5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში ვკითხულობთ.
19 / მაისი 2025
გაგრის რაიონში სოფელ ფსახარასთან (კოლხიდა) ერთ- ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შედეგად, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.