ზუგდიდში 15 ნოემბრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, - სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 15 ნოემბრამდე, შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს სანაპირო რაიონებში, მათ შორის, ანაკლიასა და ფოთში, ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსმდე აიწევს, ზუგდიდსა და მარტვილში კი +19, +21 გრადუსამდე.
თბილი და უნალექო ამინდი იქნება მესტიაშიც, სინოპტიკოსების ვარაუდით, დღისით +10, +15 გრადუსამდე დათბება.
მასალის გამოყენების პირობები