გუდაუთის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „აფსნიპრესი“ იტყობინება, აფხაზური "სახელმწიფო ავტოინსპექციის" უფროსის დამეი ავიძბას ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ავიძბას ცნობით, რესპუბლიკურ გზატკეცილზე მდინარე ააფსთას ხიდზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
„Mercedes-Benz“ - ის მარკის ავტომობილი ფსოუდან სოხუმის მიმართულებით მოძრაობა და Opel Fronterа - ს შეეჯახა. „Mercedes-Benz“ - ში მყოფი ორი მგზავრი დაიღუპა, ახალგაზრდა მამაკაცი და მისი ბიძა“, - განაცხადა ავიძბამ.
მისივე თქმით, მეორე ავტომობილის მგზავრები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხელს საფრთხე არ ემუქრება.
გამოცემის თანახმად, ადგილზე მობილზებულები იყვნენ სამართალდამცავები, მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები