ახალი ამბები
სოხუმში, შესაძლოა, „მთავრობასა“ და ოპოზიციას შორის პირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართოს
სოხუმში, "პარლამენტის" შენობაში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც 21" დეპუტატი" მონაწილეობდა. ტელეგრამის არხების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ დღეს, 18 ნოემბერს შეიძლება პირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართოს "ხელისუფლებასა" და ადგილობრივ ოპოზიციას შორის.

აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, "დეპუტატმა" კან კვარჩიამ იმედი გამოთქვა, რომ ყველა საკითხი დღესვე მოგვარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, "ყველა შესაძლებლობა ამოიწურება და ოპოზიციაც გარკვეულ დასკვნებს გამოიტანს“.

18 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბჟანიამ გამართა "უშიშროების საბჭოს" სხდომა, რომელზეც განიხილეს არსებული ვითარება და მისი სტაბილიზაციის ზომები.

შეხვედრა, სავარაუდოდ, გაიმართა სოფელ ტამიშში, სადაც ბჟანია 15 ნოემბრიდან იმყოფებოდა.

ბჟანიას პრესსამსახურში აცხადებენ, რომ 18:00 საათამდე ცნობილი გახდება დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც ოპოზიციასთან პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავს.

17 ნოემბერს პროეტსტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭომ, შესაძლოა, დროებითი მთავრობა შექმნას.

მასშტაბური აქციები სოხუმში 15 ნოემბერს დაიწყო. დილიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი. თვადაპირველად, აქციის მონაწილეები, რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვდნენ, უფრო გვიან კი მთავარი მოთხოვნა გააჟღერეს - „პრეზიდენტის უპირობო გადადგომა“.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
08 / ივლისი 2025
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.