ახალი ამბები
ასლან ბჟანია გადადგა
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან გადადგა. პოსტი დატოვა “პრემიერ-მინისტრმა” ალექსანდრე ანქვაბმაც.

„ქვეყანაში სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, ვტოვებ აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობას“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ბჟანიამ ხელი მოაწერა, „ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის“ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

მხარეთა მიერ ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, როგორც კი ბჟანია გადადგომის შესახებ განცხადებას გაავრცელებს, პროტესტის მონაწილე მოქალაქეებმა, დღეს, 19 ნოემბერს, „სამთავრობო“ შენობების კომპლექსი უნდა დატოვონ.
სამშაბათს, აფხაზეთის „პარლამენტი“ „პრეზიდენტის“ გადადგომის შესახებ განცხადებას განიხილავს. „პრეზიდენტის“ მოვალეობას „ვიცე-პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა შეასრულებს. „პრემიერ-მინისტრის“ პოსტზე „პარლამენტის“ ყოფილი სპიკერი ვალერი ბაგანბა დაინიშნა.

„მოქმედი მინისტრები მოვალეობას რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის თანამდებობაზე მოსვლამდე შეასრულებენ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

მანამდე ბჟანიამ განაცხადა, რომ „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

„საპრეზიდენტო“ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 2025 წლის გაზაფხულზე უნდა გამართულიყო, ახლა "შესაძლოა" ის უფრო ადრეც ჩატარდეს.

მასშტაბური აქციები სოხუმში 15 ნოემბერს დაიწყო. დილიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი. თვადაპირველად, აქციის მონაწილეები, რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვდნენ, უფრო გვიან კი მთავარი მოთხოვნა გააჟღერეს - „პრეზიდენტის უპირობო გადადგომა“.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
11 / თებერვალი 2025
11 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, - ამის შესახებ განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
11 / თებერვალი 2025
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება, მათ შორის, ბაბუშარას აეროპორტში რუსეთიდან შესრულებულ პირველ საცდელ ფრენას.
10 / თებერვალი 2025
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ პროევროპული საპროტესტო აქციები უკვე 75 დღეა მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.