ახალი ამბები
„საპრეზიდენტო“ არჩევნები აფხაზეთში, შესაძლოა, 15 ან 16 თებერვალს ჩატარდეს, - დე ფაქტო ცესკო
ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნები, შესაძლოა, 2025 წლის 15 ან 16 თებერვალს ჩატარდეს. ამის შესახებ აფხაზური „ცესკოს“ წევრმა რუსულ „ტასს“ განუცხადა.

„ასლან ბჟანიამ თანამდებობა დატოვა და პარლამენტმა მის გადადგომას მხარი 19 ნოემბერს დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები უნდა ჩატარდეს სამ თვეში, ანუ 19 თებერვლამდე. გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნები ყოველთვის ტარდება შაბათ -კვირას, ეს შეიძლება იყოს შაბათს, 15 თებერვალს, ან კვირას, 16 თებერვალს, ” - წერს გამოცემა.

ადრე, დე ფაქტო ცესკოს ხელმძღვანელმა, დიმიტრი მარშანმა განაცხადა, რომ არჩევნების მომზადება „პარლამენტის“ მიერ მათი თარიღის დანიშვნისთანავე დაიწყება:

”თუ მანამდე, მომდევნო არჩევნების ჩატარება თებერვლის ბოლოს ან 2025 წლის მარტში იყო მოსალოდნელი, პრეზიდენტის ვადამდე გადადგომის შემდეგ, ეს თარიღები ოდნავ შეიცვალა ... არჩევნების დანიშვნამდე ორი თვით ადრე, ჩვენ დავიწყებთ საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციას საპრეზიდენტო კანდიდატების დასახელებისთვის ”, - განმარტა მან.

გადადგომამდე, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ „არჩევნებში“ მონაწილეობას მიიღებს. თავისი კანდიდატურის წარდგენას გეგმავს ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაა“, მათი თქმით, ისინი მხარს დაუჭერენ აფხაზური ოპოზიციის ერთ- ერთი ლიდერის ადგურ არძინბას კანდიდატურას. შესაძლოა, კენჭი ასევე იყარონ, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აიდგილარას“ წარმომადგენელმა კან კვარჩიამ და აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ოლეგ ბარციცმა.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 19 ნოემბერს გადადგა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
11 / თებერვალი 2025
11 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, - ამის შესახებ განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
11 / თებერვალი 2025
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება, მათ შორის, ბაბუშარას აეროპორტში რუსეთიდან შესრულებულ პირველ საცდელ ფრენას.
10 / თებერვალი 2025
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ პროევროპული საპროტესტო აქციები უკვე 75 დღეა მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.