ახალი ამბები
ჩემს კანდიდატურას დავაყენებ - ბჟანია „საპრეზიდენტო“ არჩევნებზე
ასლან ბჟანია, ისევ აპირებს „აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში" მონაწილეობას, ამის შესახებ მან რუსულ "ტასს" განუცხადა.
მისი თქმით, ის აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას „აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში“ და თავის კანდიდატურას დააყენებს.

ოკუპირებული რეგიონის აწ უკვე გადამდგარმა „პრეზიდენტმა“ აღნიშნა, რომ „აფხაზეთში განვითარებულმა მოვლენებმა სახელმწიფოს იმიჯს სერიოზული ზიანი მიაყენა“, თუმცა სიტუაცია განიმუხტა. 

ბჟანიამ ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ მომხრეა „არსებული პოლიტიკური სისტემის შენარჩუნებისა“, რითაც გამოეხმაურა აფხაზი ოპოზიციონერების ინიციატივას „კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და გააკრიტიკა ოპოზიციის წარმომადგენლები და აღნიშნა, რომ „აფხაზეთის მომავალი დიდწილად დამოკიდებულია რუსეთთან სამართლიან, კეთილმეზობლურ და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებზე“.

„ყველაფერი, რაც დღეს ამ კუთხით კეთდება, ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მიერ, ჩვენი სახელმწიფოს ნგრევისკენ არის მიმართული. ბევრს დაავიწყდა, რომ საქართველოსთან ძალი გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება, ჯერაც არ არის ხელმოწერილი. ასეთი რთული პრობლემების ფონზე ვითარების დესტაბილიზაცია, მხოლოდ მათთვის არის ხელსაყრელი, ვისაც არ ესმის ან ბინძური პოლიტიკური მიზნებისკენ ისწრაფვის“, - აღნიშნა მან. 

ასლან ბჟანიამ ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობა 19 ნოემბერს დატოვა ადგილობრივი ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების შედეგად. გადადგომის შემდეგ ბჟანია მოსკოვში გაემგზავრა.

მასშტაბური აქციები სოხუმში 15 ნოემბერს დაიწყო. დილიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი. თავდაპირველად, აქციის მონაწილეები, რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვდნენ, უფრო გვიან კი მთავარი მოთხოვნა გააჟღერეს - „პრეზიდენტის უპირობო გადადგომა“.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
25 / ნოემბერი 2024
ბელორუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში 300 - ნომრიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს და საკურორტო კომპლექსის აშენებას გეგმავს, სამკურნალო-სარეაბილიტაციო სპა-ცენტრით და ტალახის წყაროებით.
25 / ნოემბერი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
25 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აპროტესტებს. დღევანდელ აქციას სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ზუგდიდიდან უერთდებიან.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.